Wednesday, September 13, 2017

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

             პირველ დღეს მოხდა მონაწილეთა გაცნობა,ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზნები,შედეგები,განრიგი.გავეცანით და შევისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვა.აგრეთვე ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში.კომპიუტერული პროგრამებით მოძიებული და  გამოყენებული ჩემთვის   საჭირო მასალები და რესურსები დამეხმარება უკეთ დავგეგმო გაკვეთილი.
  აგრეთვე გავეცანი და ვისწავლე სასწავლო პრეზენტაციის მომზადება Ms Power Point-ში,მისი წარმართვის პრინციპებს და ხერხებს.
   გავეცანით ვირტუალურ ლაბორატორიას,რომელიც ახდენს რეალური მოვლენის იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით.
    შევქმენით ყველა ტრენინგის მონაწილემ ჩვენი ბლოგი,რის შედეგადაც ჩვენი გაკვეთილის გეგმები და გეგმის პრეზენტაციას ავტვირთავთ მასზე.
  ამ დღეს გავეცანით შეფასების ფორმებს:მიმდინარე,განმავითარებელი,განმსაზღვრელი და შემაჯამებელი.თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი გაკვეთილის შესაბამისი შეფასებისა  რუბრიკები და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
   ასევე ვისწავლეთ ფოსტის დამატებითი სერვისი ტექსტების და დოკუმენტების თაგმნა.მოვახდინეთ გამოგზავნილი დოკუმენტის თარგმნა და გადაგზავნა ტრენერთან.

     მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით და გვესაუბრა მის მნიშვნელობაზე. .ვიმსჯელეთ პროექტის შესახებ შედგენის სწორ და არასწორ ფორმებზე.
  თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ ინდივიდუალურად შევქმენით პროექტი და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
    ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი სერვისები ლინკების დადება , კითხვარის შექმნა,ახალი ფანჯრების დამატება.
    ტრენერმა გაგვაცნო და გვესაუბრა მასწავლებლის პორტფოლიოზე,მის დანიშნულებაზე და გამოყენებაზე.ვისაუბრეთ აგრეთვესაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვაზე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებებზე.

1 comment:

  1. The Secret to Mystino: Everything You Need to Know
    Mystino is a Japanese online ミスティーノ casino that has a strong focus fun88 vin on online casino gaming in Japan. The site is part of an ボンズ カジノ online

    ReplyDelete